XV საუკუნის ბოლოს, როდესაც ლეონარდო იწყებდა საკუთარ შემოქმედებით გზას, ფლორენციის კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა ე.წ. “პლატონის აკადემია”. იგი აერთიანებდა იმ დროის მეცნიერებს, მწერლებს და ფილოსოფოსებს. აკადემიას მფარველობდა ლორენცო მედიჩი, შესანიშნავად წოდებული. ფლორენციელი მეცნიერების მიერ ანტიკურ ავტორთა თარგმანები და მათი ანალიზი გავლენას ახდენდა ხელოვნების ხვადასხვა დარგებზე. მხატვრებს ვიზუალური ხელოვნება მიაჩნდათ ფილოსოფიური იდეებისა და პოეტური ნაწარმოებების გამომსახველ ფორმად.ბიტიჩელის “მოგვთა თაყვანისცემით” შთაგონებულმა და ვინჩიმ უჩვეულო კომპოზიცია შემოგვთავაზა, რომელსაც ანალოგი არ აქვს იტალიურ მხატვრობაში. კენეტ კლარკის აზრით, სურათი XV საუკუნის ყველაზე რევოლუციური ნამუშევარია. სურათზე სრული სახით განხორციელდა ლეონარდოს მიერ გამოგონილი “მოლაპარაკე” მხატრობის ენა. ემოციების ასეთი ექსპრესიული გამომსახველობა საუკუნეების შემდეგ მუნჯ კინოში იქნა გამოყენებული. თავად “მოგვთა თაყვანისცემა” ძალიან კინემატოგრაფიულია. ანდრეი ტარკოვსიმ ლეონარდოს ეს სურათი თავის ფილმში “მსხვერპლშეწირვა” გამოიყენა. ფილმის ერთ-ერთი გმირი “მოგვთა თაყვანისცემის” თვალიერებისას ამბობს, რომ ყოველთვის შიშს განიცდიდა ლეონარდოს მიმართ.სურათის ცენტრში გამოსახულია მარიამი და ყრმა იესო, თითქოს მთელი სამყარო მათ გარშემო ბრუნავს. მარიამისა და ყრმა იესოს ირგვლივ პერსონაჟები ნახევარწრიულადაა
განთავსებული, რომ თაყვანი სცენ ძე ღვთისას. წინა ფონზე თავისუფალი ადგილი თითქოს განზრახ არის დატოვებული მაყურებლებისათვის.
სურათის კიდეებზე გამოსახული ორი ფიგურა ორგანულად ასრულებენ წინა ხედს.სურათის ქვედა ნაწილში ვხედავთ ბერიკაცს და ვაჟს. მათი მზერა სურათისკენ არ არის მიმართული. ახალგაზრდა ჯარისკაცი, ზოგიერთების აზრით, 29 წლის ლეონარდოს ავტოპორტრეტია. პერსონაჟები მნახველს მოგვთა წინაშე ქრისტეს წარდგენის (გამოცხადების) საიდუმლოს აზიარებენ.ორი ხე ცენტრში – პალმა და მუხა – სურათის ღერძია, რომლის გარშემო იხვევა მთელი კომპოზიციის სპირალი, მარცხნივ ფიქრებში ჩაძირული მოხუცი, ხოლო მარჯვნივ ახალგაზრდა კაცი (იგი მიუთითებს მარიამზე).სურათზე სხვადასხვა ასაკის უამრავი ადამიანია, მათ შორის ახალგაზრდა მხედრები, ასევე ცხენები მხედრების გარეშე, რომლებიც ალბათ განასახიერებს ადამიანის მიერ ჯერ კიდევ დაუმორჩილებელ ბუნებას. სურათის სიღრმეებში ლეონარდოს ნახატებისათვის ჩვეული მაღალი მთის მწვერვალებია.უკანა პლანზე, კომპოზიციის მარჯვენა მხარეს, ნანგრევების ფონზე დახატულია ცხენოსანთა ორთაბრძოლა.
Комментариев нет:
Отправить комментарий