მონა ლიზა (აგრეთვე ცნობილი როგორც ჯოკონდა) — ლეონარდო და ვინჩის პორტრეტი, რომელიც შექმნილია დაახლოებით 1503 წელს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია ხელოვნების დარგში. მიეკუთვნება აღორძინების პერიოდს. გამოფენილია ლუვრში (პარიზი, საფრანგეთი). ლეონარდო და ვინჩის არც ერთ ნახატში არ არის ასეთი სივრცის სიღრმე, როგორც „მონა ლიზაში“."მონა ლიზამ" მოიპოვა მსოფლიო აღიარება არა მარტო ლეონარდოს ხარისხიანი შესრულების გამო, რაც აოცებს მხატვრობის არაპროფესიონალ მოყვარულებსა და პროფესიონალებს. ნახატი წლების განმავლობაში შეისწავლებოდა ისტორიკოსების მიერ და უამრავ ასლს აკეთებდნენ მხატვრები, მაგრამ იგი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ხელოვანთა რიგებში იქნებოდა ცნობილი რომ არა მისი გამორჩეული ისტორია.1911 წელს ნახატი მოპარულ იქნა და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. იგი დაუბრუნდა მუზეუმს. ამ 3 წლის განმავლობაში კი *მონა ლიზა* არ ჩამოსულა მსოფლიოს ცნობილ ჟურნალ-გაზეთთა ყდებიდან. არც არის გასაკვირი, რომ *მონა ლიზას* ყველაზე მეტჯერ უკეთებდნენ ასლს, ვიდრე სხვა რომელიმე ნახატს. მას ეთაყვანებოდნენ, როგორც მსოფლიო კლასიკის შედევრს.კომპოზიციის დაკვირვებულ ანალიზს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ლეონარდო არ ცდილობდა შეექმნა ინდივიდუალური პორტრეტი.*მონა ლიზა* გახდა მხატვრის იდეების ხორცშესხმა, რომელთაც იგი თავისივე *მხატვრობის ტრაქტატში* წერდა. საკუთარი ნამუშევრებისადმი მიდგომას ყოველთვის ჰქონდა მეცნიერული ხასიათი. ამიტომაც *მონა ლიზა*, რომლის შექმნაზედაც მან უამრავი წელი დახარჯა, იქცა ლამაზ, მაგრამ ამავე დროს მიუღწეველ და უემოციო სახებად. მიუხედავად იმისა, რომ ჯოკონდას მზერა ჩვენსკენაა მომართული, არსებობს ბარიერი მასსა და ჩვენს შორის — სკამის სახელური, წარმოსახული, როგორც ღობე. ასეთი კონცეფცია გამორიცხავს ინტიმური დიალოგის შესაძლებლობას, როგორც, მაგალითად, ბალტაზარ კასტილონეს პორტრეტში, შექმნილი რაფაელის მიერ 10 წლით მოგვიანებით.ჯოკონდას სახის გამომეტყველების საიდუმლო ნახატის მრავალ ფენაშია. როდესაც სინათლე ურტყამს საღებავის უფერულ ფენას ბორცვამდე ის ტილოს ყურების კუთხიდან და მზის მოძრაობის გამო სინათლის დარტყმის კუთხიდან გამომდინარე აირეკლება და იფანტება სრულად სხვადასხვაგვარად. ამიტომაც მისი სახის გამომეტყველება შეუჩერებლივ იცვლება, ის მართლაც თითქოსდა ცოცხლობს. მაგრამ ეს მხოლოდ ეფექტის დასაწყისია. თვალთახედვის ოდნავი შეცვლის შედეგადაც კი სახე იღებს თავის ქალის
გამოკვეთილ გამოხატულებას, თვალები იწყებენ ჩაცვენას… ჩვენს წინაშე უკვე არაა მომღიმარი ქალი, არამედ სიკვდილის დამცინავი გამოსახულება. ეს ძალიან კარგად ჩანს ორიგინალის თვალიერებისას, მაგრამ სრულად არ გადაიცემა რეპროდუქციებსა და ასლებში. იქმნება ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი, კონტრასტის ეფექტი, როდესაც ერთ სახეშია შერწყმული ორი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისი. და რაც უფრო ძლიერია კონტრასტი, მით უფრო ძლიერია ზემოქმედება, თუმცა სიცოცხლესა და სიკვდილზე უფრო ძლიერი კონტრასტის მოფიქრება შეუძლებელია… აქ არის გადმოცემული ადამიანის არსებობის სრული შეუცნობელობა, ამაშია ლეონარდოს გენიალურობა. საიდუმლო იმაშია, თუ როგორ მოახერხა მან ლამაზი ქალის სახეში გამოეხატა ასე ნათლად თავის ქალა, სიკვდილი. ეს ხომ თითქმის შეუძლებელი ამოცანაა. მაგრამ ეს უდიდესლი მხატვრისა და ფილოსოფოსის სულისა და ფიქრების უმაღლესი საფეხურია.
Просмотреть увеличенную карту
суббота, 22 декабря 2012 г.
საიდუმლო სერობა
![]() |
”საიდუმლოსერობა”ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთი შედევრია, რომელიც მილანში, ”სანტა მარია დელა გრაციას” ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზეა გამოსახული. ფრესკა ძლიერ დაზიანებულია, რადგან ლეონარდო ექსპერიმენტებს ატარებდა და შედევრიც მის მიერ შეზავებული ბუნებრივი საღებავით დახატა, რის გამოც, ”საიდუმლო სერობა” მუდმივად რესტავრირების პირობებშია.
მისი შექმნის ისტორია ერთობ საინტერესოა. ცნობილია, რომ ”საიდუმლო სერობის” შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება – იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო.
ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა.
კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და და ვინჩიმ დახატა იუდა – მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა.
როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა: – ეს ნახატი მე ნანახი მაქვს! – კი მაგრამ, საიდან?. – გაუკვირდა ლეონარდოს. – სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა… ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა…
ვიტრუვიანელი ადამიანი
ვიტრუვიანელი ადამიანი — ლეონარდო და ვინჩის მიერ
1490 წელს შესრულებული წარწერებიანი ნახატი. მასზე გამოსახულია მოშილიფებული მამაკაცის
ფიგურა ორ ერთმანეთზე დადებულ პოზიციაში - წრეში ჩასმული გაშლილი ხელებითა და ფეხებით
და კვადრატში ჩასმული შერწყმული ფეხებითა და გაშლილი ხელებით. თვითონ სურათს და მის
აღწერილობას ხშირად კანონიკურ პროპორციებსაც უწოდებენ. იგი ინახება ვენეციის აკადემიის
გალერეის კოლექციაში ვენეციაში. თავისი სახელი ნახატმა მიიღო მარკუს ვიტრუვიუსის საპატივსაცემად,
მისი ათტომიანი ნაშრომისთვის, რომელშიც მან ადიდა „საღვთო პროპორცია“.
ქალი ჰერმელინით
![]() |
ქალი ჰერმელინით (იტალ. La dama con l'ermellino) —
ლეონარდო და ვინჩის ნახატი, შესრულებულია 1485 წელს. ნახატზე გამოსახულია ჩეჩილია გალერანი,
მილანის ჰერცოგის ლოდოვიკო სფორცას მატრესა ჰერმელინით ხელში.მიუხედავად დაზიანებისა
- უკანა ფონზე კარები გადახატულია, ქალის თითები წაშლილი და ვუალი მოდელის თავზე გადაკეკტებულია
ექსტრავაგანტულ ვარცხნილობად - სურათი ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახულთაგანია ლეონარდოს
ნახატებიდან.
დასკვნა
ლეონარდო და ვინჩი არის უდიდესი ადამიანი , რომელმაც გადატრიალება მოახდინა ხელოვნებაში. არც მის მოღვაწეობამდე და არც მისი მოღვაწეობის შემდეგ ისტორიაში არ არსებობდა მსგავსი ადამიანი, ყველაფერში გენიალური. ამავე დროს იგი ფლობდა დიდ ფიზიკურ ძალას. მასზე ამბობდნენ, ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის ნალის გაღუნვაო.ხელოვნება ჩვენი ცხოვრების ერთერთი უმთავრესი ნაწილია, რომელსაც ვეცნობით და ჩვენში ბადებს ახალ და საინტერესო სიახლეებს. ის ანვითარებს საზოგადოებას და ასწავლის წარსული დროის პატივისცემას.ლეონარდო და ვინჩმა შექმნა ისეთი ხელოვნება რომელიც მუდამ უკვდავი დარჩება.
Подписаться на:
Сообщения (Atom)