суббота, 22 декабря 2012 г.

MIND MAP

შესავალი

მოგესამლებით, ამ რეფერატში მინდა განვიხილო ლეონარდო და ვინჩის, რომელიც იყო აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მხატვარი, მოქანდაკე, მშენებელი, დიზაინერი, პროზაიკოსი, პოეტი, მუსიკოსი, ფილოსოფოსი, მეიგავე, ბუნებისმეტყველი, ბოტანიკოსი,ზოოლოგი,ჰიდრავლიკოსი,ველოდაავიაკონსტრუქტორი,ფილოლოგი, სცენოგრაფი, გეოლოგი, პალეონტოლოგიქიმიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ცხოვრება და მოღვაწეობა.მისი პიროვნება იყო არის და დარჩება ყველაზე გამოუცნობ და ექსცენტრიულ არსებად.

ბიოგრაფია

ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, გახლდათ ყველაზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა - კატერინა, უბრალო ქალი იყო. ლეონარდო მათ უკანონოდ შეეძინათ; იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით. ხატავდა ყველაფერს რასაც კი ხედავდა. 1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში - ანდრეა ვეროკიოს მიაბარა. 1460_1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა. 1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო (”მავრი”), სფორცას გვარის დიდებული. მან და ვინჩი როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა ”ტრაქტატი ფერწერაზე” — ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი. მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს: მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის — ”ფრანჩესკო სფორცა”. 1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდოსაც გაცლა მოუხდა. მომდევნი წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით, ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის კონდოტურის - ჩეზარე ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ კვლავ მილანში გაეშურა. მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო ”მადონა ლიტა”. მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილებაა ””საიდუმლო სერობა” (1496-1497), რომელიც აგრეთვე მილანში, "სანტა მარია დელა გრაციას" მონასტრის ერთ-ერთ კედელზეა დახატული. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიურობა, ღვთიურობა. ლეონარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს, ეს კი მას დიდ დროს ართმევდა. ფრესკა ტაძრის ნესტიან კედელზეა დახატული, რის გამოც ძალიან დაზიანდა, 1954 წელს მოხდა მისი რესტავრაცია. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეული ლეონარდო და ვინჩიმ მოგზაურობაში გაატარა, რადგანაც ვერ პოულობდა ადგილს, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდა. 1513-დან 1519 წლამდე იგი მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიაში, ბოლონიასა და საფრანგეთში. 1506-1513 წლებში ლეონარდო კვლავ მილანშია, უკვე ფრანგთა მეფის — ლუი XII-ის სამსახურში. საერთო ჯამში, მან 23 წელი დაჰყო მილანში. და ვინჩის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ”მონა ლიზას” პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და ”ჯოკონდას” სახელითაა ცნობილი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ-მკერამდე ხატავდნენ. 1513-1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანცისკ I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. მეფემ ლეონარდოს ამბუაზას მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუას ციხე-სიმაგრეში. გადმოცემით, იგი ფლობდა დიდ ფიზიკურ ძალას. მასზე ამბობდნენ, ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის ნალის გაღუნვაო.

საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები
ლეონარდო და ვინჩის ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად თავისი მეთოდები ჰქონდა:

1. იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ;
2. ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და        შეცდომებიდან;
3. მუდამ განაახლე, გამოთვალე შენი ემოციების მარაგი;
4. მიიღე და გაიაზრე პარადოქსები;
5. გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით;
6. შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე;
7. დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და მუდამ იფიქრე მათზე!..
 ”საიდუმლო სერობის” შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება – იუდას სახით.
 ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო.
 ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ცანახატი გააკეთა.სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა.კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და და ვინჩიმ დახატა იუდა – მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, სეშინებულმა წამოიყვირა:
 - ეს ნახატი მე ნანახი მაქვს!
 - კი მაგრამ, საიდან?. – გაუკვირდა ლეონარდოს.
 - სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა… ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა..ლეონარდო და ვინჩი იყო ერთ ერთი უპირველესი მათ შორის რომელმაც შექმნა ორმაგი მირორენცეფალიოტური კონფურომა(Mirroren-cefaliotic Confuromja). ეს ერთის მხრივ საინტერესო, ხოლო მეორეს მხრივ კი გასაოცებელი შედევრი, ნათელი მაგალითი იყო, არის და იქნება იმისა რომ ადამიანის გონება არ შემოისაზღვრება მხოლოდ მარტივი ლოგიკური გამოთვლებით და მათემატიკური აქსიომების მრავალ მხრივი რეინტერპრეტაციით. ეს თეორია ლათინურად სიტყვა სიტყვით ნიშნავს mirroren-ორმაგი,cefaliotic-ცეფალიოტური)სააზროვნო,confuromja-კონფურომა(დანიშნულება)ეს არის უდიდესი ნახტომი ადამიანის აზროვნების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.

და ვინჩის გენიალური გამოგონებები



და ვინჩის გენიალურმა კონ სტრუქციულმა აღმოჩენებმა ბევრად გაუსწრო იმ ეპოქას ,რომელშიც ის მოღვაწეობდა



ეს ტანკის მოდელია. თქვენ ხედავთ ლულას და ჩასაჯდომს ზემოთ.იმ დროს კი როდესაც ლეონარდო მოღვაწეობდა არამცთუ ტანკი არამედ ზარბაზანიცკი არ იყო გამოგონებული











და ვინჩიმ პირველად ახსნა, თუ რატომაა ცა ლურჯი. ის წერს: ” ლურჯი ფერი წარმოიქმნება ჰაერის ნაწილების ერთობლიობით, რომელიც მოთავსებულია დედამიწასა და ზემოთ არსებულ სიშავეს შორის."





ცნობილია, რომ ლეონარდო იპარავდა უპატრონო გვამებს და საიდუმლოდ კვეთდა მათცდილობდა, საკუთარი თვალით ენახა კუნთების, ძვლების, სხვადასხვა ორგანოს აგებულება. ჩვენამდე მოაღწია ადამიანის მუსკულატურის, სისხლძარღვოვანი სისტემის, ჩონჩხის მის მიერ შესრულებულმა მრავალმა ჩანახატმა. მას დედის წიაღში მყოფი ნაყოფის ფორმა, მოძრაობა და მდგომარეობაც აინტერესებდა, რასაც არაერთი ჩანახატი ადასტურებს.





პირველი სამედიცონო ატლასის შექმნა მისი დამსახურებაა..ის დაუღალავად შრომობდა ყოველ პროექტზე,რადგანაც სურდა ყოველივე გაურკვეველისათვის ფარდა აეხადა და ჭეშმარიტება ეპოვა.   თავის დღიურებში და ვინჩი სარკის მეშვეობით მარჯვნიდან მარცხნივ წერდა. ბევრს მიაჩნია, რომ ამ გზით და ვინჩი თავისი გამოგონებების გასაიდუმლოენას ცდილობდა. სხვა ვერსიით, სარკის კალიგრაფია და ვინჩის ინდივიდუალურობას უსვამდა ხაზს.



ფერწერული ნამუშევრები


ნათლისღება (1472-1475) – უფიცის გალერეა, ფლორენცია, იტალია
ხარება (1475-1480) – უფიცის გალერეა, ფლორენცია, იტალია
ჯინევრა დე ბენჩი (1475) – ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი, აშშ.
ბენუას მადონა (1478-1480) – ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
მადონა ყვავილით (1478-1481) – ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი, გერმანია
მოგვთა თაყვანისცემა (1481) – უფიცის გალერეა, ფლორენცია, იტალია
კლდეთა მადონა (1483-1486) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
ქალი ჯერმელინით (1488-1490) – ჩარტორისკის მუზეუმი, ვარშავა, პოლონეთი
მისუკოსის პორტრეტი (1490) – პინაკოთეკა ამბროზიანა, მილანი, იტალია
მადონა ლიტა (1490-1491) – ერმიტრაჟი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
ლამაზი შუბლსაკრავი (1495-1498) ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
საიდუმლო სერობა (1498) – სანტა მარია დელლე გრაციე, მილანი, იტალია
მადონა და ყრმა წმინდა ანასთან და წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად (1499-1500) – ეროვნული გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მადონა თირისტარით 1501 – (ორიგინალი დაკარგულია)
მონა ლიზა (1503-1505/15070) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
კლდეთა მადონა (1508) – ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი, აშშ.
ლედა და გედი (1508) – (გადარჩენილია მხოლოდ ასლებიყველაზე ცნობილი) ბორგეზეს გალერეა, რომი იტალია
მადონა და ყრმა წმინდა ანასთან ერთად (1510) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
წმინდა იოანე ნათლისმცემელი (1514) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
ბახუსი (1515) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი

ლეონარდო და ვინჩის ჩანახატები







მოგვთა თაყვანისცემა






















XV საუკუნის ბოლოს, როდესაც ლეონარდო იწყებდა საკუთარ შემოქმედებით გზას, ფლორენციის კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა .. “პლატონის აკადემია”. იგი აერთიანებდა იმ დროის მეცნიერებს, მწერლებს და ფილოსოფოსებს. აკადემიას მფარველობდა ლორენცო მედიჩი, შესანიშნავად წოდებული. ფლორენციელი მეცნიერების მიერ ანტიკურ ავტორთა თარგმანები და მათი ანალიზი გავლენას ახდენდა ხელოვნების ხვადასხვა დარგებზე. მხატვრებს ვიზუალური ხელოვნება მიაჩნდათ ფილოსოფიური იდეებისა და პოეტური ნაწარმოებების გამომსახველ ფორმად.ბიტიჩელისმოგვთა თაყვანისცემითშთაგონებულმა და ვინჩიმ უჩვეულო კომპოზიცია შემოგვთავაზა, რომელსაც ანალოგი არ აქვს იტალიურ მხატვრობაში. კენეტ კლარკის აზრით, სურათი XV საუკუნის ყველაზე რევოლუციური ნამუშევარია. სურათზე სრული სახით განხორციელდა ლეონარდოს მიერ გამოგონილიმოლაპარაკემხატრობის ენა. ემოციების ასეთი ექსპრესიული გამომსახველობა საუკუნეების შემდეგ მუნჯ კინოში იქნა გამოყენებული. თავადმოგვთა თაყვანისცემაძალიან კინემატოგრაფიულია. ანდრეი ტარკოვსიმ ლეონარდოს ეს სურათი თავის ფილმშიმსხვერპლშეწირვაგამოიყენა. ფილმის ერთ-ერთი გმირიმოგვთა თაყვანისცემისთვალიერებისას ამბობს, რომ ყოველთვის შიშს განიცდიდა ლეონარდოს მიმართ.სურათის ცენტრში გამოსახულია მარიამი და ყრმა იესო, თითქოს მთელი სამყარო მათ გარშემო ბრუნავსმარიამისა და ყრმა იესოს ირგვლივ პერსონაჟები ნახევარწრიულადაა განთავსებული, რომ თაყვანი სცენ ძე ღვთისას. წინა ფონზე თავისუფალი ადგილი თითქოს განზრახ არის დატოვებული მაყურებლებისათვის. სურათის კიდეებზე გამოსახული ორი ფიგურა ორგანულად ასრულებენ წინა ხედს.სურათის ქვედა ნაწილში ვხედავთ ბერიკაცს და ვაჟს. მათი მზერა სურათისკენ არ არის მიმართული. ახალგაზრდა ჯარისკაცი, ზოგიერთების აზრით, 29 წლის ლეონარდოს ავტოპორტრეტია. პერსონაჟები მნახველს მოგვთა წინაშე ქრისტეს წარდგენის (გამოცხადების) საიდუმლოს აზიარებენ.ორი ხე ცენტრშიპალმა და მუხასურათის ღერძია, რომლის გარშემო იხვევა მთელი კომპოზიციის სპირალი, მარცხნივ ფიქრებში ჩაძირული მოხუცი, ხოლო მარჯვნივ ახალგაზრდა კაცი (იგი მიუთითებს მარიამზე).სურათზე სხვადასხვა ასაკის უამრავი ადამიანია, მათ შორის ახალგაზრდა მხედრები, ასევე ცხენები მხედრების გარეშე, რომლებიც ალბათ განასახიერებს ადამიანის მიერ ჯერ კიდევ დაუმორჩილებელ ბუნებას. სურათის სიღრმეებში ლეონარდოს ნახატებისათვის ჩვეული მაღალი მთის მწვერვალებია.უკანა პლანზე, კომპოზიციის მარჯვენა მხარეს, ნანგრევების ფონზე დახატულია ცხენოსანთა ორთაბრძოლა.