суббота, 22 декабря 2012 г.

საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები
ლეონარდო და ვინჩის ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად თავისი მეთოდები ჰქონდა:

1. იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ;
2. ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და        შეცდომებიდან;
3. მუდამ განაახლე, გამოთვალე შენი ემოციების მარაგი;
4. მიიღე და გაიაზრე პარადოქსები;
5. გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით;
6. შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე;
7. დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და მუდამ იფიქრე მათზე!..
 ”საიდუმლო სერობის” შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება – იუდას სახით.
 ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო.
 ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ცანახატი გააკეთა.სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა.კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და და ვინჩიმ დახატა იუდა – მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, სეშინებულმა წამოიყვირა:
 - ეს ნახატი მე ნანახი მაქვს!
 - კი მაგრამ, საიდან?. – გაუკვირდა ლეონარდოს.
 - სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა… ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა..ლეონარდო და ვინჩი იყო ერთ ერთი უპირველესი მათ შორის რომელმაც შექმნა ორმაგი მირორენცეფალიოტური კონფურომა(Mirroren-cefaliotic Confuromja). ეს ერთის მხრივ საინტერესო, ხოლო მეორეს მხრივ კი გასაოცებელი შედევრი, ნათელი მაგალითი იყო, არის და იქნება იმისა რომ ადამიანის გონება არ შემოისაზღვრება მხოლოდ მარტივი ლოგიკური გამოთვლებით და მათემატიკური აქსიომების მრავალ მხრივი რეინტერპრეტაციით. ეს თეორია ლათინურად სიტყვა სიტყვით ნიშნავს mirroren-ორმაგი,cefaliotic-ცეფალიოტური)სააზროვნო,confuromja-კონფურომა(დანიშნულება)ეს არის უდიდესი ნახტომი ადამიანის აზროვნების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий