суббота, 22 декабря 2012 г.

და ვინჩის გენიალური გამოგონებები



და ვინჩის გენიალურმა კონ სტრუქციულმა აღმოჩენებმა ბევრად გაუსწრო იმ ეპოქას ,რომელშიც ის მოღვაწეობდა



ეს ტანკის მოდელია. თქვენ ხედავთ ლულას და ჩასაჯდომს ზემოთ.იმ დროს კი როდესაც ლეონარდო მოღვაწეობდა არამცთუ ტანკი არამედ ზარბაზანიცკი არ იყო გამოგონებული











და ვინჩიმ პირველად ახსნა, თუ რატომაა ცა ლურჯი. ის წერს: ” ლურჯი ფერი წარმოიქმნება ჰაერის ნაწილების ერთობლიობით, რომელიც მოთავსებულია დედამიწასა და ზემოთ არსებულ სიშავეს შორის."





ცნობილია, რომ ლეონარდო იპარავდა უპატრონო გვამებს და საიდუმლოდ კვეთდა მათცდილობდა, საკუთარი თვალით ენახა კუნთების, ძვლების, სხვადასხვა ორგანოს აგებულება. ჩვენამდე მოაღწია ადამიანის მუსკულატურის, სისხლძარღვოვანი სისტემის, ჩონჩხის მის მიერ შესრულებულმა მრავალმა ჩანახატმა. მას დედის წიაღში მყოფი ნაყოფის ფორმა, მოძრაობა და მდგომარეობაც აინტერესებდა, რასაც არაერთი ჩანახატი ადასტურებს.





პირველი სამედიცონო ატლასის შექმნა მისი დამსახურებაა..ის დაუღალავად შრომობდა ყოველ პროექტზე,რადგანაც სურდა ყოველივე გაურკვეველისათვის ფარდა აეხადა და ჭეშმარიტება ეპოვა.   თავის დღიურებში და ვინჩი სარკის მეშვეობით მარჯვნიდან მარცხნივ წერდა. ბევრს მიაჩნია, რომ ამ გზით და ვინჩი თავისი გამოგონებების გასაიდუმლოენას ცდილობდა. სხვა ვერსიით, სარკის კალიგრაფია და ვინჩის ინდივიდუალურობას უსვამდა ხაზს.



Комментариев нет:

Отправить комментарий