суббота, 22 декабря 2012 г.

მოგვთა თაყვანისცემა






















XV საუკუნის ბოლოს, როდესაც ლეონარდო იწყებდა საკუთარ შემოქმედებით გზას, ფლორენციის კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა .. “პლატონის აკადემია”. იგი აერთიანებდა იმ დროის მეცნიერებს, მწერლებს და ფილოსოფოსებს. აკადემიას მფარველობდა ლორენცო მედიჩი, შესანიშნავად წოდებული. ფლორენციელი მეცნიერების მიერ ანტიკურ ავტორთა თარგმანები და მათი ანალიზი გავლენას ახდენდა ხელოვნების ხვადასხვა დარგებზე. მხატვრებს ვიზუალური ხელოვნება მიაჩნდათ ფილოსოფიური იდეებისა და პოეტური ნაწარმოებების გამომსახველ ფორმად.ბიტიჩელისმოგვთა თაყვანისცემითშთაგონებულმა და ვინჩიმ უჩვეულო კომპოზიცია შემოგვთავაზა, რომელსაც ანალოგი არ აქვს იტალიურ მხატვრობაში. კენეტ კლარკის აზრით, სურათი XV საუკუნის ყველაზე რევოლუციური ნამუშევარია. სურათზე სრული სახით განხორციელდა ლეონარდოს მიერ გამოგონილიმოლაპარაკემხატრობის ენა. ემოციების ასეთი ექსპრესიული გამომსახველობა საუკუნეების შემდეგ მუნჯ კინოში იქნა გამოყენებული. თავადმოგვთა თაყვანისცემაძალიან კინემატოგრაფიულია. ანდრეი ტარკოვსიმ ლეონარდოს ეს სურათი თავის ფილმშიმსხვერპლშეწირვაგამოიყენა. ფილმის ერთ-ერთი გმირიმოგვთა თაყვანისცემისთვალიერებისას ამბობს, რომ ყოველთვის შიშს განიცდიდა ლეონარდოს მიმართ.სურათის ცენტრში გამოსახულია მარიამი და ყრმა იესო, თითქოს მთელი სამყარო მათ გარშემო ბრუნავსმარიამისა და ყრმა იესოს ირგვლივ პერსონაჟები ნახევარწრიულადაა განთავსებული, რომ თაყვანი სცენ ძე ღვთისას. წინა ფონზე თავისუფალი ადგილი თითქოს განზრახ არის დატოვებული მაყურებლებისათვის. სურათის კიდეებზე გამოსახული ორი ფიგურა ორგანულად ასრულებენ წინა ხედს.სურათის ქვედა ნაწილში ვხედავთ ბერიკაცს და ვაჟს. მათი მზერა სურათისკენ არ არის მიმართული. ახალგაზრდა ჯარისკაცი, ზოგიერთების აზრით, 29 წლის ლეონარდოს ავტოპორტრეტია. პერსონაჟები მნახველს მოგვთა წინაშე ქრისტეს წარდგენის (გამოცხადების) საიდუმლოს აზიარებენ.ორი ხე ცენტრშიპალმა და მუხასურათის ღერძია, რომლის გარშემო იხვევა მთელი კომპოზიციის სპირალი, მარცხნივ ფიქრებში ჩაძირული მოხუცი, ხოლო მარჯვნივ ახალგაზრდა კაცი (იგი მიუთითებს მარიამზე).სურათზე სხვადასხვა ასაკის უამრავი ადამიანია, მათ შორის ახალგაზრდა მხედრები, ასევე ცხენები მხედრების გარეშე, რომლებიც ალბათ განასახიერებს ადამიანის მიერ ჯერ კიდევ დაუმორჩილებელ ბუნებას. სურათის სიღრმეებში ლეონარდოს ნახატებისათვის ჩვეული მაღალი მთის მწვერვალებია.უკანა პლანზე, კომპოზიციის მარჯვენა მხარეს, ნანგრევების ფონზე დახატულია ცხენოსანთა ორთაბრძოლა.

Комментариев нет:

Отправить комментарий